Salisbury Cathedral

Salisbury Cathedral არის ანგლიკანური კათედრალი სალისბურიში, ინგლისში. არქიტექტორები: ეპისკოპოსი Richard Poore და Elias of Dereham. მისი ოფიციალური სახელია “წმინდა მარიამის ტაძარი”. 2008 წელს იზეიმეს მისი 750ე წლისთავი.

მიჩნეულია ადრეული ინგლისური არქიტექტურის ერთერთი საუკეთესო ნიმუშად. ძირითადი ნაგებობა აშენდა სულ რაღაც 38 წელიწადში o_0 ამ კათედრალის ეკლესიის მწვერვალი (ე.წ. წვეტი :D ) არის გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე მაღალი, 123 მეტრი სიმაღლის. ღრმად შეჭრილი მწვერვალის ინტერიერი შეიცავს უძველეს საშენი ხე-ტყის მასალას. კათედრალს ასევე აქვს ბრიტანეთში ყველაზე დიდი მონასტერი და ყველაზე დიდი სამონასტრო ტერიტორია (შემოღობილი ადგილი). ამ შენობის უნიკალურობას ხაზს უსვამს მისი მსოფლიოში უძველესი მოქმედი საათი (1386 წ.). ასევე ამ კათედრალში ინახება მაგნა კარტას ერთერთი ორიგინალი ასლი. (არაფერი მეშლება :D უბრალოდ თავიდანვე 4 ასლი იყო გაკეთებული საჭიროებისდა გამო). დანარჩენი 3იც ინგლისში ინახება. მაგნა კარტას რაც შეეხება ეს არის ლათინური სახელწოდება, ნიშნავს “დიდ ქარტიას”. ეს იყო თავისუფლების ქარტია, რომლითაც მე13 ს-ში ინგლისის მეფე ჯონი მიაჩმორეს ))). ეს არის სალისბურის ეპარქიის მთავარი, “დედა ეკლესია” და ასევე სალისბურის ეპისკოპოს, David Stancliffeის საბრძანებელი.

ამ კათედრალის აგება გადაწყდა მას შემდეგ რაც გაუარესდა ურთიერთობა სკათედრალის დასავლეთ ნაწილი. ეპისკოპოსი Poore, რომელსაც ხელში კათედრალის მაკეტი უჭირავს.ამღვდელოებასა და სამხედროებს შორის. (ძველ სარუმში) ადგილია :D
სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს რომ საეპისკოპოსოსთვის შეეცვალათ ადგილი და გადაიტანეს იქ სადაც ამჟამად არის ეს კათედრალი.
ეს “გადაადგილება” განხორციელდა richard pooreს ეპისკოპოსობის დროს. ის მდიდარი კაცი იყო და მშენებლობას შესწირა ახალი მიწები.
ახალი კათედრალი ასევე აგებულია უამრავი სხვა მღვდლის და საეკლესიო პირის შემოწირულობით.
მათ სთხოვეს რომ ყოველწლიურად დახმარებოდნენ ეკლესიას, მანამ სანამ მისი მშენებლობა არ დასრულდებოდა.
ლეგენდაც არის რომ ძველი სარუმის ეპისკოპოსმა ისროლა ისარი იმ მიმართულებით სადაც კათედრალი უნდა აეგოთ.
ისარი ირემს მოხვდა :D და მოკვდა იმ ადგილას, სადაც ამჟამად არის სალისბურის კათედრალი.

One response to this post.

  1. kargia didi siamovnebit davatvalierebdi:)

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.