Mont Saint-Michel

Mont Saint-Michel (წმინდა მიქაელის ბორცვი) არის კლდოვანი კუნძული და კომონა ნორმანდიაში, საფრანგეთში. (Le Mont-Saint-Michel). გოთური არქიტექტურის და ჩემი აღფრთოვანების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუში. ბევრი ვიფიქრე სანამ ახალი პოსტის ადრესატ კათედრალს ავირჩევდი, მაგრამ ეს რომ გამახსენდა, თვალებზე ბინდი გადამეკრა :D
კათედრალის ხიბლი მისი ადგილსამყოფელია. აშენებულია ძალიან პატარა კუნძულზე, რომელიც ვიწრო ხიდით, “ხაზით” არის დაკავშირებული მთავარ მიწასთან. კათედრალი კუნძულის ცენტრშია აგებული და თითქმის ნახევარს ფარავს (წარმოგიდგენიათ რა პატარა მიწის ნაგლეჯია? :) ) გარშემორტყმულია წყლით და ზეცისკენ აზიდული, წყლიდან ნელ-ნელა ამოსული და ამაღლებული თაღები ღვთაებრივ სილამაზეს ანიჭებს კათედრალს. მის გარშემო რამდენიმე სახლია აშენებული, სადაც სულ 40იოდე ადამიანი ცხოვრობს.  >>>

Mont-Saint-Michel XVI-XVII საუკუნეებში გამოიყენებოდა როგორც არმონიკანული ციხესიმაგრე, სანამ ის გაჩხრიკეს ფრანკებმა და  ამ გზით გაწყვიტეს კულტურული კავშირი, რომელიც არსებობდა რომანების წასვლის შემდეგ, 460წელს.

სანამ ამ კუნძულს მონასტრული ფუნქცია დაეკისრებოდა, მას ერქვა “monte tombe”. ლეგენდის მიხედვით მთავარანგელოზი მიქაელი გამოეცხადა ავრანჩეს ეპისკოპოს აუბერტს, 708 წელს და დაავალა მას ამ ადგილზე ეკლესიის აშენება. მიუხედავად მისი თხოვნისა, ეპისკოპოსი აიგნორებდა ამ დავალებას მანამ, სანამ მიქაელმა თითით თავში ხვრელი არ ამოუწვა. საზარლად ჟღერს, გეთნახმებით, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ლეგენდაა ^.^

ასწლიანი ომის დროს ინგლისი ახორციელებდა განმეორებით შეტევებს კუნძულზე მაგრამ ვერ შეძლეს მისი დაპყრობა, სააბატოს გაუმჯობესებული ფორტიფიკაციის გამო. Les Michelettes, ორი რკინით დამუშავებული ზარბაზანი, რომელიც ინგლისმა დატოვა 1423-24 წლებში კრახის შემდეგ, დღემდეა წარმოდგენილი მონასტრის ტერიტორიაზე.

როდესაც ლუი XIმ დააარსა წმინდა მიქაელის ორდენი 1496 წელს, მას სურდა რომ Mont Saint-Michelის სააბატო ყოფილიყო ორდენის სამლოცველო, მაგრამ იმის გამო, რომ კათედრალი პარიზიდან ძალიან შორსაა, მისი სურვილი ვერ ასრულდა.

სააბატოს რომანული ნაწილი ააგო იტალიელმა არქიტექტორმა William de Volpianoმ მე-11 საუკუნეში, რიჩარდ IIის დავალებით. Robert de Thorignyმ გააძლიერა ნაგებობის სტრუქტურა და ააგო ეკლესიის მთავარი ფასადი მე-12 საუკუნეში. 1204 წელს ალყა შემოარტყა კუნძულს Breton Guy de THouarsმა, მაგრამ მას შემდეგ რაც მან ცეცხლი წაუკიდა სოფელს და დახოცა მოსახლეობა, სააბატოს “ძლიერი” კედლების წინაშე ის იძულებული გახდა უკან დაეხია.
სამწუხაროდ ცეცხლი მაინც მოედო ეკლესიას და დაზიანდა მისი გარკვეული ნაწილი. XIII-XIV საუკუნეებში სააბატოს მთავარი ელემენტების დამატება, კოშკების, თანმიმდევრული ციხე-დარბაზებისა და ძლიერი სანგრების აგება ანდეს Charles VIს.

2 responses to this post.

  1. au gij erti aseti kundzuli mogvca ar ginda?<3

    Reply

  2. eh, abaa <3

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.