Katedrála svatého Víta

Saint Vitus’s Cathedral (ჩეხურად:Katedrála svatého Víta) არის კათოლიკური კათედრალი პრაღაში და პრაღის არქიეპისკოპოსის საბრძანებელი. გოთური არქიტექტურის ერთერთი უშესანიშნავესი ნიმუში. სრული სახელია წმ. ვიტუსის, წმ. ვენესელას და წმ. ადალბერტის კათედრალი. მდებარეობს პრაღის სასახლეში. მასში დაკრძალულია უამრავი ბოჰემიელი მეფე.  ჩეხეთის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ტაძარია.
დღევანდელი გოთური კათედრალის მშენებლობა დაიწყო 1344წლის 21 ნოემბერს, როდესაც პრაღის ეპისკოპოსმა მიიღო არქიეპისკოპოსობა. მისი მფარველები იყვნენ არნოსტი პრადუბიცეს არქიეპისკოპოსი და ჩარლზ IV, ბოჰემიის მეფე, რომელმაც განიზრახა, რომ ახალი კათედრალი უნდა ყოფილიყო კორონაციის ეკლესია, ოჯახის კრიპტე, სამეფოს ყველაზე ძვირფასი რელიქვიების ხაზინა და წმინდა ველცესლოსის საბოლოო განსასვენები.
პირველი არქიტექტორი იყო ფრანგი არასელი მატიასი. მან შემოიტანა ფრანგული გოთიკა და მთელი შენობა დააპროექტა გოთურ სტილში.
1352ში, მატიასის სიკვდილის შემდეგ, მშენებლობაში ახალი ოსტატი ჩაერთო, Peter Parler. მაშინ, სულ რაღაც, 23 წლის, არქიტექტორის შვილი. თავდაპირველად ის ხელმძღვანელობდა მატიასის მიერ დატივილი ნახაზებით, მაგრამ მას შემდეგ რაც დაასრულა მისი წინამორბედისგან დატოვებული სამუშაო, ის შეუდგა საკუთარი იდეების განხორციელებას. პარლერის მსხვილმა და ახალმა დიზაინმა შემოიტანა გოთური ელემენტების ახალი, უნიკალური სინთეზი. ე.წ. “პარლერის კამარებს” აქვს ორმაგი დიაგონალური “ნეკნები” და არა ერთი, როგორც კლასიკურ გოთურში, რაც არსებითად ამყარებს კამარებს და ამშვენიერებს ჭერს.
მართალია მატეასი ფლობდა უმაღლეს გეომეტრაის, ქმნიდა ზუსტ მათემატიკურ კომპოზიციებსა და პროპორციებს, სამაგიეროდ პარლერი განსწავლული იყო მოქანდაკეობასა და გრავიურაში. ის არქიტექტურას ეპყრობოდა, როგორც სკულპტურას. გარდა მისი მსხვილი კამარებისა, პარლარის ნამუშევრების განსაკუთრებულობა ჩანს მისი სვეტების დიზაინშიც, რომლებიც შესრულებულია კლასიკურ, ზარის ფორმის სვეტებში, რაც თითქმის დავიწყებული იყო “უმაღლეს გოთიკაში). გენიალურია წმ. ვენცესლოსის ეკლესიის გუმბათი და განსაკუთრებით ტრიფორიუმის ბიუსტები, რომლებზეც გამოხატულნი არიან სამეფო ოჯახის წევრები, პრაღის ეპისკოპოსები და ორი ოსტატი მშენებელი, რა თქმა უნდა პარლერის ჩათვლით.

1399 წელს, პიტერ ლარლერის სიკვდილის შემდეგ მისი საქმე განაგრძეს მისმა შვილებმა Wenzel Parler  და განსაკუთრებით Johannes Parlerმა.  მათ დაეხმარათ ასევე ოსტატი პეტრილკი და ამ სამი ადამიანის ძალისხმევით დასრულდა დიდი კოშკი, ტრანსეპტი და კათედრალის სამხრეთ ნაწილი.

კათედრალის მშენებლობის შეჩერება გამოიწვია ჰუსიტების ომმა მე15 საუკუნეში, ვისმა შემოსევებმაც სერიოზულად დააზიანეს ის, ამას დაემატა 1541წლის ხანძარი.

ნახეთ, უბრალოდ, რა ლამაზია… გაშტერდება კაცი..

ეს ის ორმაგი დიაგონალი “ნეკნებია” რომ ამყარებს და ალამაზებს ჭერს :>

ტანში მივლის რომ ვუყურებ :(

12 responses to this post.

  1. Posted by meka on May 2, 2010 at 12:37

    marto amis sanaxaad girs pragashi wasva <3

    Reply

    • Posted by kata on May 2, 2010 at 15:57

      ეგრეა. რომ ვუყურებ რაღაცები მემართება. გრრ..

      Reply

  2. პირველად რომ ვიყავი ამ ტაძართან, ვერ შევედი, რადგან მესა იყო და წყებული და კარიბჭესთანჰ მდგომმა გრეგორიანული გალობა მესმოდა… :(

    Reply

    • Posted by kata on May 2, 2010 at 15:58

      ეგ პირველად და ეხლა რო ყოველ დღე გვერდზე უვლი მაგ კათედრალს და მაშურებ, არაუშავს ხო? :D

      Reply

  3. ვააა, ძაან ლამაზია..
    შიგნიდან თაღი ძაან სერიოზულია

    Reply

  4. Posted by mtacebeli on May 4, 2010 at 10:16

    Eget shenobashi albat tualetic gothikuria…

    Reply

    • Posted by kata on May 4, 2010 at 10:19

      მეტი ვერაფერზე გაამახვილე ყურადღება?
      ამ კათედრალის შემხედვარეს რატომ უნდა გაგახსენდეს ტუალეტი, არ მესმის.

      Reply

  5. Posted by Di@ on May 13, 2010 at 12:23

    გოთიკაზე მაფანატებს!

    Reply

  6. ამ კათედრალზე გააკეთეს ჩემმა ჯგუფელებმა პრეზენტაცია.. მოვიხიბლე, მართლა ძაან ბევრი დევს შენობაში და ძალიან საინტერესოა.. შინაარსობრივადაც და გარეგნულადაც..

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.