ასევე ცნობილი როგორც the Batalha Monastery,
არის დომენიკანური მონასტერი პორტუგალიაში, ქალაქ ბატალჰაში.
(დომენიკანური არის ერთერთი კათოლიკური რელიგიური წესი, წმ. დომინიკმა დააარსა მე13 სში.)
ეს არის გვიანი (პორტუგალიის) გოთური არქიტექტურის ერთერთი ყველაზე გამორჩეული ნიმუში, მანუელინთან ნაზავი.
(მანუელინი არის იგივე “გვიანი პორტუგალიური გოთური არქიტექტურის სტილი”.
ფლამინდური, იტალიური და ესპანური სტილების ნაზავია).
ადამიანს გააოგნებს თავისი თავბანდების სიუხვით, წვეტებით და ბოძკინტებით (საყრდენი).
ნაციონალური სიამაყის (ღირსების) სიმბოლოდ არის ქცეული.
ეს მონასტერი აიგო წმ. მარიამისათვის მადლობის ნიშნად, პორტუგალიელების გამარჯვებისათვის
(ალჯუბაროტას ბრძოლაში, კასტილიანების წინააღმდეგ).
მეფე D.João Iს აღთქმა ჰქონდა დადებული, რომ თუ ამ ბრძოლაში გაიმარჯვებდა,
ის მადლობს ნიშნად ააშენებდა მონასტერს.
მონასტრის აშენებას 2 საუკუნე დასჭირდა. დაიწყო 1386ში და დასრულდა დაახლოებით 1517ში.
15 არქიტექტორი მუშაობდა ამ ნაგებობაზე, თუმცა მათგან 7ს არაფერი ერგო გარდა იმ ჰონორარისა, რაც მის აშენებაში გადაუხადეს.
კონსტრუქცია მოითხოვდა უზარმაზარ შრომას, საოცრად დიდი თანხების და მასალის გამოყენებით.
მუშაობა დაიწყო 1386ში, პორტუგალიელმა არქიტექტორმა Afonso Dominuesმა, რომელიც მასზე მუშაობდე 1402მდე.
მანვე დახაზა პროექტი(გეგმა) და სტრუქტურების ძირითადი ნაწილი სწორედ მისი ნამუშევარია.
აFონსოს სტილი არსებითად იყო რაიონანტული გოთიკა,
(rayon:ვისკოზი, “რაიონანტით” აღნიშნავენ ფრანგული გოთური არქიტექტურული სტილის პერიოდს 1240-1350ში.)
ინგლისური პერპენდიკულარული პერიოდის გავლენით.
(ეს პერპენდილულარული (შვეული) პერიოდი არის ინგლისური გოთური არქიტექტურის მესამე ისტორიული განაყოფი).
ფასადით წააგავს York Minsterის კათედრალს, ნეფით – კენტენბარის კათედრალს.
Afonso Vის მეფობის დროს კონსტრუქციაზე მუშაობდა პორტუგალიელი არქიტექტორი Fernão de Évora, (1448-1477).
1755 წლის მიწისძვრამ დააზიანა მონასტერი, თუმცა ბევრად სერიოზულად დააზიანა ის ნაპოლეონის ლაშქარმა გენერალ მასენას მეთაურობით,
რომელმაც გაძარცვა და გადაწვა კომპლექსი 1810-1811წლებში და მას შემდეგ, რაც დომინიკელი ბერები გავიდნენ მონასტრიდან 1834ში,
საერთოდ მიტოვებული დარჩა აოხრებული მონასტერი.
1840 ში მეფე Ferdinand IIმ დაიწყო მონასტრის რესტავრაცია. აღდგენითი სამუშაოები გაგრძელდა XX საუკუნემდე.
1907ში გამოცხადდა ეროვნულ ძეგლად.
1980ში მონასტერი გადაკეთდა მუზეუმად.
1983ში UNESCOმ მონასტერი შეიტანა მსოფლიო სანახაობების სიაში (World Heritage Sites).





Posted by shnicy on May 16, 2010 at 05:30
mmmmmmmmmmmmmmmmmmm,nerwyvi momadga,arada piri mishreba,azrze xar ra magrad momewona?!:D:D:D
hoda shen kide adre rac gitxari ise gaakete da ufro kargi iqneba
Posted by asylumrat on May 20, 2010 at 12:03
damsetyve cao ! muagaria
Posted by SelfishAsshole on May 31, 2010 at 09:47
Narmalno…
Posted by kata on May 31, 2010 at 17:50
selfish asshole )))
Posted by Temo on July 6, 2010 at 22:01
ulamazesia, sagol sagol
Posted by kata on November 20, 2010 at 19:21
madloba :3