†Mosteiro Santa Maria da Vitória†

ასევე ცნობილი როგორც the Batalha Monastery,
არის დომენიკანური მონასტერი პორტუგალიაში, ქალაქ ბატალჰაში.
(დომენიკანური არის ერთერთი კათოლიკური რელიგიური წესი, წმ. დომინიკმა დააარსა მე13 სში.)
ეს არის გვიანი (პორტუგალიის) გოთური არქიტექტურის ერთერთი ყველაზე გამორჩეული ნიმუში, მანუელინთან ნაზავი.
(მანუელინი არის იგივე “გვიანი პორტუგალიური გოთური არქიტექტურის სტილი”.
ფლამინდური, იტალიური და ესპანური სტილების ნაზავია).
ადამიანს გააოგნებს თავისი თავბანდების სიუხვით, წვეტებით და ბოძკინტებით (საყრდენი).
ნაციონალური სიამაყის (ღირსების) სიმბოლოდ არის ქცეული.

ეს მონასტერი აიგო წმ. მარიამისათვის მადლობის ნიშნად, პორტუგალიელების გამარჯვებისათვის
(ალჯუბაროტას ბრძოლაში, კასტილიანების წინააღმდეგ).
მეფე D.João Iს აღთქმა ჰქონდა დადებული, რომ თუ ამ ბრძოლაში გაიმარჯვებდა,
ის მადლობს ნიშნად ააშენებდა მონასტერს.

მონასტრის აშენებას 2 საუკუნე დასჭირდა. დაიწყო 1386ში და დასრულდა დაახლოებით 1517ში.
15 არქიტექტორი მუშაობდა ამ ნაგებობაზე, თუმცა მათგან 7ს არაფერი ერგო გარდა იმ ჰონორარისა, რაც მის აშენებაში გადაუხადეს.
კონსტრუქცია მოითხოვდა უზარმაზარ შრომას, საოცრად დიდი თანხების და მასალის გამოყენებით. Continue reading

Katedrála svatého Víta

Saint Vitus’s Cathedral (ჩეხურად:Katedrála svatého Víta) არის კათოლიკური კათედრალი პრაღაში და პრაღის არქიეპისკოპოსის საბრძანებელი. გოთური არქიტექტურის ერთერთი უშესანიშნავესი ნიმუში. სრული სახელია წმ. ვიტუსის, წმ. ვენესელას და წმ. ადალბერტის კათედრალი. მდებარეობს პრაღის სასახლეში. მასში დაკრძალულია უამრავი ბოჰემიელი მეფე.  ჩეხეთის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ტაძარია.
დღევანდელი გოთური კათედრალის მშენებლობა დაიწყო 1344წლის 21 ნოემბერს, როდესაც პრაღის ეპისკოპოსმა მიიღო არქიეპისკოპოსობა. მისი მფარველები იყვნენ არნოსტი პრადუბიცეს არქიეპისკოპოსი და ჩარლზ IV, ბოჰემიის მეფე, რომელმაც განიზრახა, რომ ახალი კათედრალი უნდა ყოფილიყო კორონაციის ეკლესია, ოჯახის კრიპტე, სამეფოს ყველაზე ძვირფასი რელიქვიების ხაზინა და წმინდა ველცესლოსის საბოლოო განსასვენები.
პირველი არქიტექტორი იყო ფრანგი არასელი მატიასი. მან შემოიტანა ფრანგული გოთიკა და მთელი შენობა დააპროექტა გოთურ სტილში.
1352ში, მატიასის სიკვდილის შემდეგ, მშენებლობაში ახალი ოსტატი ჩაერთო, Peter Parler. მაშინ, სულ რაღაც, 23 წლის, არქიტექტორის შვილი. თავდაპირველად ის ხელმძღვანელობდა მატიასის მიერ დატივილი ნახაზებით, მაგრამ მას შემდეგ რაც დაასრულა მისი წინამორბედისგან დატოვებული სამუშაო, ის შეუდგა საკუთარი იდეების განხორციელებას. პარლერის მსხვილმა და ახალმა დიზაინმა შემოიტანა გოთური ელემენტების ახალი, უნიკალური სინთეზი. ე.წ. “პარლერის კამარებს” აქვს ორმაგი დიაგონალური “ნეკნები” და არა ერთი, როგორც კლასიკურ გოთურში, რაც არსებითად ამყარებს კამარებს და ამშვენიერებს ჭერს.
მართალია მატეასი ფლობდა უმაღლეს გეომეტრაის, ქმნიდა ზუსტ მათემატიკურ კომპოზიციებსა და პროპორციებს, სამაგიეროდ პარლერი განსწავლული იყო მოქანდაკეობასა და გრავიურაში. ის არქიტექტურას ეპყრობოდა, როგორც სკულპტურას. გარდა მისი მსხვილი კამარებისა, პარლარის ნამუშევრების განსაკუთრებულობა ჩანს მისი სვეტების დიზაინშიც, რომლებიც შესრულებულია კლასიკურ, ზარის ფორმის სვეტებში, რაც თითქმის დავიწყებული იყო “უმაღლეს გოთიკაში). გენიალურია წმ. ვენცესლოსის ეკლესიის გუმბათი და განსაკუთრებით ტრიფორიუმის ბიუსტები, რომლებზეც გამოხატულნი არიან სამეფო ოჯახის წევრები, პრაღის ეპისკოპოსები და ორი ოსტატი მშენებელი, რა თქმა უნდა პარლერის ჩათვლით.

1399 წელს, პიტერ ლარლერის სიკვდილის შემდეგ მისი საქმე განაგრძეს მისმა შვილებმა Wenzel Parler  და Continue reading

Mont Saint-Michel

Mont Saint-Michel (წმინდა მიქაელის ბორცვი) არის კლდოვანი კუნძული და კომონა ნორმანდიაში, საფრანგეთში. (Le Mont-Saint-Michel). გოთური არქიტექტურის და ჩემი აღფრთოვანების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუში. ბევრი ვიფიქრე სანამ ახალი პოსტის ადრესატ კათედრალს ავირჩევდი, მაგრამ ეს რომ გამახსენდა, თვალებზე ბინდი გადამეკრა 😀
კათედრალის ხიბლი მისი ადგილსამყოფელია. აშენებულია ძალიან პატარა კუნძულზე, რომელიც ვიწრო ხიდით, “ხაზით” არის დაკავშირებული მთავარ მიწასთან. კათედრალი კუნძულის ცენტრშია აგებული და თითქმის ნახევარს ფარავს (წარმოგიდგენიათ რა პატარა მიწის ნაგლეჯია? 🙂 ) გარშემორტყმულია წყლით და ზეცისკენ აზიდული, წყლიდან ნელ-ნელა ამოსული და ამაღლებული თაღები ღვთაებრივ სილამაზეს ანიჭებს კათედრალს. მის გარშემო რამდენიმე სახლია აშენებული, სადაც სულ 40იოდე ადამიანი ცხოვრობს.  >>> Continue reading

Salisbury Cathedral

Salisbury Cathedral არის ანგლიკანური კათედრალი სალისბურიში, ინგლისში. არქიტექტორები: ეპისკოპოსი Richard Poore და Elias of Dereham. მისი ოფიციალური სახელია “წმინდა მარიამის ტაძარი”. 2008 წელს იზეიმეს მისი 750ე წლისთავი.

მიჩნეულია ადრეული ინგლისური არქიტექტურის ერთერთი საუკეთესო ნიმუშად. ძირითადი ნაგებობა აშენდა სულ რაღაც 38 წელიწადში o_0 ამ კათედრალის ეკლესიის მწვერვალი (ე.წ. წვეტი 😀 ) არის გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე მაღალი, 123 მეტრი სიმაღლის. ღრმად შეჭრილი მწვერვალის ინტერიერი შეიცავს უძველეს საშენი ხე-ტყის მასალას. კათედრალს ასევე აქვს ბრიტანეთში ყველაზე დიდი მონასტერი და ყველაზე დიდი სამონასტრო ტერიტორია (შემოღობილი ადგილი). ამ შენობის უნიკალურობას ხაზს უსვამს მისი მსოფლიოში უძველესი მოქმედი საათი (1386 წ.). ასევე ამ კათედრალში ინახება მაგნა კარტას ერთერთი ორიგინალი ასლი. (არაფერი მეშლება 😀 უბრალოდ თავიდანვე 4 ასლი იყო გაკეთებული საჭიროებისდა გამო). დანარჩენი 3იც ინგლისში ინახება. მაგნა კარტას რაც შეეხება ეს არის ლათინური სახელწოდება, ნიშნავს “დიდ ქარტიას”. ეს იყო თავისუფლების ქარტია, რომლითაც მე13 ს-ში ინგლისის მეფე ჯონი მიაჩმორეს ))). ეს არის სალისბურის ეპარქიის მთავარი, Continue reading

გოთური(გუთური) არქიტექტურა

გოთური არქიტექტურის სტილი აყვავდა შუა საუკუნეების საწყის და მოგვიანებით პერიოდში.
განვითარდა რომანული არქიტექტურიდან და წარმატება ჰპოვა რენესანსული არქიტექტურით.
თავდაპირველად მე12-მე16 საუკუნეებში გოთურ არქიტექტურას მოიხსენიერბდნენ
როგორც “ფრანგულ სტილს” (Opus Francigenum).
მას არანაირი კავშირი არ აქვს ისტორიულ გოთებთან.
ტერმინი გოთური, როგორც სტილის შეურაცხყოფა, პირველად უახლესი რენესანსის პერიოდში გამოჩნდა.
ასე მოიხსენია მე15-მე16 საუკუნეებში იტალიელმა მხატვარმა & არქიტექტორმა Giorgio Vasariმ,
რომელიც თვლიდა რომ ეს სტილი იყო ზედმეტად უხეში და ბარბაროსული,
და ნუ ამ ტერმინით (გოთური) მან გამოხატა დაცინვა გოთური არქიტექტურის მიმართ.
+ინგლისშიც, 17 საუკუნეში სიტყვა “გოთი” იყო შესატყვისი სიტყვისა “ვანდალი”, “ბარბაროსი”.
გოთური სტილის არქიტექტურისათვის დამახასიათებელია წაწვეტებული თაღები,
დაღარული კამაროვანი შენობა და გამოკიდებული საყრდენი (ე.წ. არკ-ბუტანტი)
ხოდა… აღსანიშნავია ისიც რომ ამ სტილით შენდება არა მხოლოდ კათედრალები,
ასევე სასახლეები, ციხე-სიმაგრეები, უნივერსიტეტები, კერძო შენობები და ა.შ.

† Sedlec Ossuary †

(სედლეკის აკლდამა)

გამაოგნებელი შიდა ინტერიერის მქონე კათოლიკური სამლოცველო
მდებარეობს ჩეხეთში
მიეკუთვნება მე15 საუკუნის ნიმუშებს
გაფორმებულია დაახლოებით 50 000- 70 000 ადამიანის ჩონჩხით.

აშენების ისტორია: (შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო)

ბოჰემიის მეფე ოტაკარ IIმ 1278ში გააგზავნა ჰენრი წმინდა მიწაზე (ანუ იერუსალიმში)
ეს ჰენრი იყო კიტერცისტული მონასტრის აბატი, სელდეკში.
რო დაბრუნდა თან ჩამოიტანა გოლგოთადან წამოღებული მიწა და მიმოაბნია ამ მონასტრის სასაფლაოზე.
ეს ამბავი უცბად გავრცელდა და სელდეკი გახდა ცენტრალურ ევროპაში ყველაზე პოპულარული
და ასე ვთქვათ “სასურველი” სასაფლაო.

მე14-მე15 საუკუნეებში შავი ჭირის და ბოჰემური ომების პერიოდში Continue reading

† Notre Dame de Paris †

451px-NotreDameDeParis პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (Notre Dame ფრანგულად ჩვენს ქალწულს (ქალბატონს) ნიშნავს)
მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ცნობილი გოთური არქიტექტურის ნიმუში
fuckტობრივად თემა ამ კათედრალით უნდა დამეწყო კიდეც
რომ არა ჩემი ზღვარგადასყლი სიყვარული საგრადა Fამილიას მიმართ =))

არის ერთ-ერთი პირველი გოთური კათედრალი.
დღესდღეობით კათედრალი პარიზის არქიეპისკოპოსის საბრძანებელია.
სკულპტურებზე და შეღებილ მინებზე დიდი გავლენა იქონია ნატურალიზმმა.

მშენებლობა დაიწყო 1163 წელს, ლუი VIIს მეფობის დროს.
მისი აგების პირვანდელი იდეა Maurice de Sullyს ეკუთვნის თუმცა ხანდახან პაპ ალექსანდრე IIIსაც მიაწერენ ამას.

დასავლეთ ნაწილის მშენებლობა (თავისი 2კოშკით) დაიწყო დაახლოებით 1200 წელს. სანამ ნეფის მშენებლობა დასრულდებოდა.
მშენებლობაზე უამრავი არქიტექტორი მუშაობა რაც აშკარად ეტყობა კოშკების განსხვავებულ სტილს.
1210-1220 წლებში აიგო ე.წ. ვარდისებრი ფანჯრები და დერეფნები კოშკებს შორის.
კოშკების მშენებლობა დაახლოებით 1245 წლებში დასრულდა.
თვითონ კათედრალის მშენებლობა კი დასასრულს 1345 წელს მიუახლოვდა.

ჰუგენოტების აჯანყებისას, Continue reading