Archive for მაისი, 2010

†Mosteiro Santa Maria da Vitória†

ასევე ცნობილი როგორც the Batalha Monastery,
არის დომენიკანური მონასტერი პორტუგალიაში, ქალაქ ბატალჰაში.
(დომენიკანური არის ერთერთი კათოლიკური რელიგიური წესი, წმ. დომინიკმა დააარსა მე13 სში.)
ეს არის გვიანი (პორტუგალიის) გოთური არქიტექტურის ერთერთი ყველაზე გამორჩეული ნიმუში, მანუელინთან ნაზავი.
(მანუელინი არის იგივე “გვიანი პორტუგალიური გოთური არქიტექტურის სტილი”.
ფლამინდური, იტალიური და ესპანური სტილების ნაზავია).
ადამიანს გააოგნებს თავისი თავბანდების სიუხვით, წვეტებით და ბოძკინტებით (საყრდენი).
ნაციონალური სიამაყის (ღირსების) სიმბოლოდ არის ქცეული.

ეს მონასტერი აიგო წმ. მარიამისათვის მადლობის ნიშნად, პორტუგალიელების გამარჯვებისათვის
(ალჯუბაროტას ბრძოლაში, კასტილიანების წინააღმდეგ).
მეფე D.João Iს აღთქმა ჰქონდა დადებული, რომ თუ ამ ბრძოლაში გაიმარჯვებდა,
ის მადლობს ნიშნად ააშენებდა მონასტერს.

მონასტრის აშენებას 2 საუკუნე დასჭირდა. დაიწყო 1386ში და დასრულდა დაახლოებით 1517ში.
15 არქიტექტორი მუშაობდა ამ ნაგებობაზე, თუმცა მათგან 7ს არაფერი ერგო გარდა იმ ჰონორარისა, რაც მის აშენებაში გადაუხადეს.
კონსტრუქცია მოითხოვდა უზარმაზარ შრომას, საოცრად დიდი თანხების და მასალის გამოყენებით. Continue reading